ფინანსურმა გამოცემა Finance Derivative Magazine-მა ყოველწლიური საბანკო დაჯილდოების ფარგლებში, გალტ & თაგარტი საქართველოში 2025 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად და კორპორაციულ საკონსულტაციო კომპანიად დაასახელა. Finance Derivative Magazine ფინანსებსა და ბიზნესზე ორიენტირებული გლობალური გამოცემაა, რომელიც ნიდერლანდებშია დაფუძნებული. მისი ჯილდო მიზნად ისახავს ამ მიმართულებებში გამორჩეული მიღწევების მქონე კომპანიების აღიარებასა და გაძლიერებას.